დავივიწყოთ ტყე როგორც რესურსი და მივიღოთ ის დაცვის ფუნქციით – ნინო ჩხობაძე

მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ სვანეთში მდინარე ნესკრას ადიდების ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად იყო გაჩეხილი ტყეები. დასახლებულ პუნქტში წყალი რომ შევიდა ნიშნავდა იმას, რომ ტყემ ვერ შეაჩერა წყლის ნაკადი.

მისივე თქმით, მთაში უნდა აიკრძალოს პირწმინდა ჭრა, რადგან ის აღმოცენების ნაკლები უნარი აქვს ტყეს, ვიდრე ბარში. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ავირიდოთ თავიდან ღვარცოფები.

როგორც ნინო ჩხობაძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ადიდებულმა მდინარე ნესკრამ მოჭრილი მორები ჩაგამოტანა, რაც იმას მოწმობს, რომ რეგიონში ტყის უკონტროლო და მასშტაბური ჭრა მიდის.

მისივე თქმით, საქართველოში ტყეების პირველი ფუნქცია არის დაცვითი, ის არის მდინარის ნაპირების გამაგრების საშუალება, სადაც კი მოიჭრა ხეები იქ მეწყერი განვითარდა. განსაკუთარებით დიდი მნიშვნელობა აქვს ხეებს კლიმატის ცვლილების პერიოდში, როცა გახშირებულია წვიმები.

” დავივიწყოთ ტყე, როგორც რესურსი და მივიღოთ ის დაცვის ფუნქციით. ​მაქსიმალურდა უნდა შემცირდეს ტყის მოჭრა მთიან რეგიონებში, მიუხედავად იმის, რომ არ ვარ მომხრე ძალოვანი სისტემების გამოყენების, რაღაც გასაკეთებელია და მოსაწერიგებელი რომ არის, ეს ფაქტია. იგივე ხის ჭრასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ ადამიანს იქ ლეგალური ლიცენზიები აქვთ. ბოლო 2-3- წლის განმავლობაში გაცემული ნებართვები უნდა გადაიხედოს, სად ვის მიეცა ტყის ჭრის უფლება”, – აცხადებს ჩხობაძე.

 

მსგავსი თემები