„მივესალმები ფრონტერასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას“ – რატი იონათამიშვილი

„ვფიქრობ, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ეს გადაწყვეტილება  იყო საკმაოდ პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ნამდვილად მივესალმები“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

„ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო კლიმატი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე თითოეული ინვესტორისთვის   და ამ ფაქტმაც ჩვენი სტრატეგიული მეგობრების ერთ წარმომადგენელშიც არ უნდა გააჩინოს გარკვეული ინტერპრეტაციის საშულება, ამიტომ ცალსახად მივესალმები ამ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

მსგავსი თემები