გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებული ბრალდებული ზაზა ალავერდაშვილია. ის გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო. გამოძიებას გენერალური ინსპექცია და პროკურატურა აწარმოებს. დანაშაული 8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

პოლიციელის ადვოკატის, ბონდო ბათიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

“გუშინ წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი ჩამომერთვა, რადგან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს ეხება, რისი გახმაურების უფლებაც არ მაქვს. პირად საუბარში ბრალდებულმა რა მითხრა, ვერ მოგახსენებთ”, – აცხადებს ვათიაშვილი.

მსგავსი თემები