თსუ-მ სტუდენტის გარდაცვალების გამო ყველა ღონისძიება გადადო

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა ღონისძიება გდაიდო.

უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თავისი სტუდენტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს. “25 ივლისს, თსუ-ის 2020 წლის გამოშვების ღონისძიებაზე თამარ ბაჩალიაშვილი ჩვენ გვერდით უნდა ყოფილიყო. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდება. ამ ტრაგიკული ფაქტის გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 25 ივლისს დაგეგმილი თსუ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ონლაინ ღონისძიების გადადების შესახებ“ – ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები