„მას ვთხოვე, რომ გამოეშვა დაჭრილი მძევალი, ავტობუსში მყოფი ორსული ქალი და ბავშვი“ – ვლადიმერ ზელენსკი გამტაცებელთან მოლაპარაკების დეტალებზე

„9 საათის განმავლობაში მას ყველა ესაუბრა, ფსიქოლოგებისა და მომლაპარაკებლების ჩათვლით. ადამიანს მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, რომ მისი მოთხოვნები შეესრულებინათ,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

ზლენსკის ინფორმაციით  იგი გამტაცებლებს 7 – 10 წუთი ესაუბრა.

„ შემოგვთავაზეს პირდაპირ სპეცოპერაციაზე გადასვლაც, რომელიც არ ვიცოდით, როგორ დამთავრდებოდა. ეს იქნებოდა სწრაფი შტურმი, ამაში დარწმუნებული ვარ, იქნებოდა შედეგიანი, თუმცა ყოველთვის არის მსხვერპლის საშიშროება, ამიტომ ეს საშიშია. მე მინდოდა ამ ადამიანთან ტელეფონით გასაუბრება, ვეცადე და დაველაპარაკე.

მას 7-10 წუთი ველაპარაკებოდი და შევთანხმდით, რომ პირველ ნაბიჯს ის გადადგამდა. მან რამდენიმე ადამიანი გამოუშვა. მას ვთხოვე, რომ გამოეშვა დაჭრილი მძევალი, ავტობუსში მყოფი ორსული ქალი და ბავშვი. მითხრა, რომ ავტობუსი დაჭრილი არავინ ყოფილა, რომ ეს სიცრუე იყო. ამიტომ შევთანხმდით, რომ ის სამ ადამიანს გაათავისუფლებდა და მე ვიდეოს ჩავწერდი. მას შემდეგ, რაც ვიდეო სოც ქსელებში გავრცელდებოდა, ის ყველა მძევალს ნახევარ საათში გაუშვებდა. მან ვიდეოს გავრცელებიდან 30-40 წუთში გაათავისუფლა მძევლები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ, ადგილობრივი დროით 09:25 საათზე ქალაქ ლუცკში, მოქალაქე მაქსიმ კრივოშმა ავტობუსი გაიტაცა, პოლიციაში თავად დარეკა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მძევლები ჰყავდა აყვანილი. მძევლებს შორის იყვნენ ბავშვები და ორსულებიც. დაახლოებით 10-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, გამტაცებული დააკავეს, მძევლები კი ავტობუსიდან გამოიყვანეს.

მსგავსი თემები