ომბუდსმენს შაქარაშვილის სხეულის ექსპერტიზაში გარკვეული ეჭვები აქვს

დიდი ალბათობით, სახალხო დამცველის აპარატი გიორგი შაქარაშვილის სხეულის ექსპერტიზაში ჩაერთვება. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ეს დამოკიდებულია რამდენად შეძლებენ კვალიფიციური ექსპერტის მოძიებას.

„ცხედრის დათვალიერების ოქმში აღნიშნულია ფრაზა – „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ მექანიკური შეცდომაა. ეს განცხადება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. არ არის გამორიცხული, ექსპერტიზის მიმართულებითაც გვქონდეს გარკვეული პოზიცია,

თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება გარკვეულ ფაქტორებზე, კერძოდ, რამდენად შეგვეძლება კვალიფიციური შეფასება გავაკეთოთ, რამდენად შევძლებთ, რომ შესაბამისი ექსპერტები მოვიძიოთ,  ვინც დაგვეხმარება ამ ექსპერტიზის დასკვნის შეფასებაში. ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

მსგავსი თემები