“ყველაფერს ვაკეთებთ მათ გასათავისუფლებლად” – ვლადიმერ ზელენსკი მძევლებზე

პირთან, ლუცკში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს.

ზელენსკი მოლაპარაკების დეტალებს არ აკონკრეტებს:

„პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირთან, რომელმაც მძევლები აიყვანა. ყველაფერს ვაკეთებთ მათ გასათავისუფლებლად. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ავტობუსი დანაღმულია, ხოლო ქალაქში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არის დამონტაჟებული.

მსგავსი თემები