სანდრო ბრეგაძე სუს-ში დაიბარეს

ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე სუს-ში რამდენიმე წუთში მივა. როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ განაცადა, რისთვის იბარებენ, უცნობია.

„დღეს ვარ დაბარებული 12:00 საათზე და ბუნებრივია, გამოცხადებას ვაპირებ ახლა მივდივარ, გუშინ მომიტანეს უწყება, რომ დაბარებული ვარ, თუმცა, კონკრეტული მიზეზი არ ვიცი“ – განუცხადა მან „მედიაცენტრ მთავარს“.

ჩვენს კითხვას, რაზე გაქვთ ეჭვი, რის გამო შეიძლება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი თქვენით დაინტერესებულიყო, სანდრო ბრეგაძემ ასე გვიპასუხა: „აზრზე არ ვარ, არ გამოვრიცხავ, მარნეულის ამბები იყოს, იქ გამართული საპროტესტო აქციები ნარიმანოვის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით, თუმცა, „ქართული მარში“ ამ აქციებში ჩართული არ ყოფილა“.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.    

მსგავსი თემები