დაკარგულ გოგონას ამ დრომდე ეძებენ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კვალი თეთრიწყაროდან დაიკარგა. სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ახალგაზრდის ოჯახის წევრები ქვემო ფონიჭალაში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონას კუთვნილი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, შემდეგ კი ადგილობრივმა, სოფელ გოლთეთში. ამის შემდეგ კვალი იკარგება, გათიშულია მობილური ტელეფონიც.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თეთრიწყაროს რაიონში თამარ ბაჩალიაშვილი პირველად იყო და იქ ახლობლები არ ჰყავთ.

თამარ ბაჩალიაშვილი თბილისის მკვიდრია. ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

მსგავსი თემები