მდინარე ალაზანში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

მდინარე ალაზანში 20 წლამდე ბიჭს ეძებენ. ახალგაზრდა გუშინ მეგობართან ერთად, მდინარეზე საბანაოდ იყო წასული, თუმცა წყლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურია ჩართული. მაშველებმა ერთი ადამიანი იპოვეს, თუმცა მეორის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში 20 მაშველი და მყვინთავთა ჯგუფია ჩართული.

მსგავსი თემები