არზაყან ემუხვარის ქუჩა თბილისში და შემთხვევით მიკვლეული წერილი

“სამშობლო დაკარგული” არზაყან ემუხვარის სახელი ვაშლიჯვრის დასახლების ერთ-ერთ ქუჩას 2015 წელს მიენიჭა. ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლი, დაბადებიდან 135 წლის შემდეგ, ასეთი ფორმით დაიბრუნა სამშობლომ. დიახ, სამშობლომ „გავვერთიანდეთ არა ჩრდილოეთ კავკასიასთან, არამედ საქართველოსთან“- იყო მისი მოწოდებაც და მიზანიც. ის ჯერ კიდევ 1905-1906 წლების რევოლუციის შემდეგ შექმნილი „სოხუმის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი გახდა,(რისთვისაც დაპატიმრებულიც იყო) 1917 წელს სოხუმის ოლქში კავკასიის საგანგებო კომიტეტის ერთ-ერთი რწმუნებული, დემოკრატიული აფხაზეთის ეროვნული საბჭოს და შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე.

საარქივო მასალის სიმწირის მიუხედავად, არზაყან ემუხვარის შთამომავალმა და ჭირისუფალმა, ნატო მარშანიამ მაინც შეძლო გაუღებელი კარის გახსნა და მის ნაკვალევზე მისხალ-მისხალ ამოკრიბა ამბები.  თუმცაღა, არზაყან ემხვარის ქედუხრელობისა და მტკიცე ხასიათის გასაგებად კონსტანტინე გამსახურდიას   რომანი “მთვარის მოტაცებაც” კმარა. სწორედ არზაყან ემუხვარი გახლავთ რომანის მთავარი გმირის, თარაშ ემუხვარის პროტოტიპი, არზაყან ემუხვარის შეუდრეკელმა ბუნებამ ათქმევინა თარაშს – მე იმ გვარისა ვარ, უკან დახევა რომ არ სჩვევიაო.

დიმიტრი, არზაყან ემუხვარის ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის სადარბაზო კიბის პირველივე საფეხურზე   ზურაბ ავალიშვილის ფოტოს პირდაპირ იყო გამოფენილი, როგორც სიმბოლო ერთიანი საქართველოსი.

ნატა მარშანიას მიერ მოძიებულ წერილს გადავაწყდი ინტერნეტში, რომელიც აკაკი ჩხენკელმა არზაყან ემუხვარისადმი მიწერილს: ” მე არ ვიცი, როდის გაიგებს აფხაზეთი შენს დაკარგვას, მაგრამ ვიცი მხოლოდ, რომ ის მწარედ ამოიოხრებს… ერთხელ შენ უთხარი ჩემს ცოლს: სამშობლოს განთავისუფლების იმედი რომ არ მქონდეს არ ვიცოცხლებდიო და აი, სწორედ განთავისუფლებული სამშობლო მიგიკრავს შენ გულში“.
თითქმის საუკუნის შემდეგ ახდა აკაკი ჩხენკელის წინასწარმეტყველება.

წყარო „სამშობლოსათვის მებრძოლო, სამშობლო დაკარგულების“ მაძიებლები : ჟანა ქვათაძე, ეთერ იმნაძე, თამარ სანიკიძე, ირმა სისაური.

მასალა მოამზადა ნინო გედენიძემ

 

მსგავსი თემები