კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ორი რუსთავის ცხელების ცენტრში დაფიქსირდა

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან „კოვიდ-19“ რუსთავის ცხელების ცენტრის ორ პაციენტს დაუდგინდა.

ერთ-ერთი მათგანი საშუალო ასაკის ქალია და ის ე.წ. გაჩიანის დასახლებაში მცხოვრები, კოვიდინფიცირებული 65 წლის ქალის კონტაქტია.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, მამაკაცი, ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, თუმცა სხვა სოფლიდან.

პაციენტები ამ დროისთვის ცხელების ცენტრში არიან მოთავსებულები.

რუსთავის ცხელების ცენტრში საკუთარი ტესტის პასუხს „კოვიდ-19“-ზე ამ დროისათვის კიდევ სამი პაციენტი ელოდება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1010 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ოთხი დღეს დაფიქსირდა.

მსგავსი თემები