“36 სომეხი სამხედრო დაშავდა, ოთხი კი დაიღუპა” – სომხეთის საგარეო კომიტეტი

სომხეთის საგარეო კომიტეტის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის დაბომბვების შედეგად 36 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ოთხი კი დაიღუპა.

საგამოძიებო კომიტეტმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტზე 30-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი აზერბაიჯანს მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე არტილერიით დაბომბვაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციის დარღვევაში სდებს ბრალს. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის დაბომბვების შედეგად ტავუშის რეგიონში დაზიანდა კონიაკის და ღვინის ქარხნები, საბავშვო ბაღი, წყალსადენი, გაზსადენი, ასევე დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

მსგავსი თემები