„ღამურა საქართველოში 5 ათას აშშ დოლარად ამერიკელებისთვის უნდა მიეყიდა” – ცხინვალი დაკავებულ ქართველზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ახალ ბრალდებას უყენებს და დაკავების მიზეზად მათ ტერიტორიაზე ღამურების ქურდობას ედავება.

დე ფაქტო უშიშროების უწყების განცხადებით, მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი  ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე ამერიკელებისთვის მისაყიდი ღამურების დასაჭერად გადავიდა. მტკიცებულებად კი ოკუპირებული ე.წ. ხელისუფლების სასამართლოს სწორედ აღნიშნული ჩვენება წარუდგინეს, რომელსაც, თითქოს, დაკავებული იძლევა,

„დაკავებულის ინტერესს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ღამურების კოლონა წარმოადგენდა. შემდეგ კი თითოეული ღამურა საქართველოში 5 ათას აშშ დოლარად ამერიკელებისთვის უნდა გაეყიდა” – ეს არის არგუმენტი, რის გამოც საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც ე.წ. უშიშროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გავრცელებული ღამურების პოპულაცია, 2012 წლის შემდეგ, ლუგარის სახელობის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინტერესს წარმოადგენს”.

მსგავსი თემები