15 წლის ბიჭი ზღვაში გაუჩინდარდა

ბათუმის სანაპიროდან 15 წლის ბიჭი გაუჩინდარდა. სავარაუდოდ ბავშვი ზღვაში შევიდა.

სანაპიროზე ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ორი სკუტერი, ორი ნავი, მუშაობს სამი მყვინთავი, ასევე ტერიტორიას ათვალიერებს დრონი და სპეციალური მოწყობილობით მიმდინარეობს ზღვის ფსკერის დათვალიერებაც“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.

მსგავსი თემები