„გიორგი შაქარაშვილს ამდენ დაზიანებას ერთი ადამიანი ვერ მიაყენებდა“ – სამედიცინო ექსპერტი

სამედიცინო ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის დასკვნით, შეუძლებელია, გიორგი შაქარაშილისთვის ამდენი დაზიანება ერთ ადამიანს მიეყენებინა როგორც ესპერტმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ეს დაზიანებები ვერც ჩავარდნით, დავარდნით თუ დაგორებით განვითარდებოდა.    

„ერთი პიროვნების მხრიდან ამ ყველა დაზიანების განვითარება შეუძლებელია, ძნელი წარმოსადგენია. ეს დაზიანებები ვერც  საკუთარი სხეულის სიმაღლიდან დაცემით და სიმაღლიდან ვარდნით  განვითარდებოდა. „არაგვის“ ხიდიდან ჩამოვარდნით ამ დაზიანებების მიყენებას კატეგორიულად გამოვროცხავ“ – აღნიშნა ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილს სხეული მთლიანად დაზიანებული ჰქონდა. კერძოდ:  ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

მსგავსი თემები