შეღავათიანი სამგზავრო ბარათების უკანონოდ გამოყენება მკაცრად გაკონტროლდება

თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გახშირებულმა შემთხვევების გამო, ბარათების გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება. სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფლებამოსილ  შეუძლია, დააჯარიმოს დამრღვევი და არასწორად გამოყენებული ბარათი ავტომატურად დაბლოკოს 6 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუმარტეს, იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გასაჩივრების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე გაუქმდება, ბარათის კანონიერ მფლობელს შეუძლია მიმართოს მერიის შესაბამის სტრუქტურას განცხადებით, მოითხოვოს ბარათის განბლოკვა და მასზე სამგზავრო ფუნქციის აღდგენა, რაც განცხადების დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობის ინიციატივით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში N6-25, 2018 წლის 13 აპრილს შევიდა ცვლილებები, რომელიც არეგულირებს მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის წესებს.

 

მსგავსი თემები