ბანკში მკვლელობა რომ მოხდეს, რამდენი ხნით უნდა დაილუქოს? – გაბიტაშვილი ფარდულის დანგრევაზე

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, ევალებოდათ თუ არა სამართალდამცავ უწყებებს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ადგილზე არსებული ფარდულის დაცვა, რაზეც მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა  განაცხადა, რომ ფარდულის დაცვა საგამოძიებო ორგანოებს ევალებოდათ მის დათვალიერებამდე, რაც პირნათლად შეასრულეს, ამის შემდეგ კი მისი დაცვის ვალდებულება აღარ არსებობდა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს დასჭირდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, ფარდულის ზომები დაცულია, იქ იყო  სისხლის კვალი, რომელსაც სჭირდება სპეციალური შენახვა.

“წარმოიდგინეთ ბანკის ოფისი, სადაც მოხდა მკვლელობა, რამდენი ხანი შეიძლება იყოს დალუქული ეს ბანკი? მას შემდეგ, რაც კრიმინალისტები მუშაობას დაასრულებენ, შემთხვევის ადგილის დაცვის ვალდებულება აღარ არსებობს. ლენტიც რომ შემოგვევლო ამ ტერიტორიისთვის, არაფერი შეიცვლებოდა. იმ ადგილიდან ამოღებულია ყველა მტკიცებულება, დაცვის მხარე ამ ფორმით არ დაობს, მსგავსი პრეტენზიას ამ კუთხით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ“, – განაცხადა გაბიტაშვილმა.
​მისივე თქმით, როგორც პროკურორის, ასევე, გამომძიებლის მოვალეობები განსაზღვრულია საპროცესო კოდექსით.

მსგავსი თემები