მაშველები ამ წუთებში მტკვარში ახალგაზრდა ქალბატონის სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რადგან მისივე ავტომანქანაში, რომელიც მიმდებარედ იპოვეს, გამოსამშვიდობებელი წერილი ნახეს.
30-35 წლამდე ქალბატონის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 112-ში მისივე მეგობრისგან შევიდა. დაკარგული ვანიდან საკუთარი მანქანით მოდიოდა. მანქანა კი მტკვრის მიმდებარედ იპოვეს.