კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

„ცხრავე შემთხვევა იმპორტირებულია, მათგან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია,“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოადგილემ, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე ინფრომაციით ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან:

“დღეის მონაცემებით დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იყო 986; 9 ახალი დადასტურებული შემთხვევით გახდა 995. გამოჯანმრთელებულები დღეის მონაცემებით არ გვყავს. 

9 ახალი დადასტურებული შემთხვევა ყველა გახლავთ იმპორტირებული. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 გახლავთ სატვირთო მანქანის მძღოლი.

ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში კოვიდ დადასტურებულების 151 პაციენტი მკურნალობს,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მსგავსი თემები