“ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო “ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში და “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს არ განიხილავს, კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ.

„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის“ თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი არ იქნება განხილული ხოლო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა  პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის კონსენსუსის შედეგად უნდა მოხდეს.

“ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი,“ – განაცხადა კაკულიამ.

ინფორმაციისთვის,  პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს დიდი კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა. არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხის შემცველია.  

მსგავსი თემები