„აია სოფიას ტაძარი,“ როგორც მეჩეთი, მორწმუნეებს 24 ივლისიდან მიიღებს  

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, აია სოფიას ტაძარი, რომელსაც ამ დრომდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა, ახლა მეჩეთად გადაკეთდა.  პრეზიდენტის გადაწყვეტილებითვე ტაძარი მორწუნეებს 24 ივლისიდან მიიღებს.

„ისევე, როგორც ყველა სხვა მეჩეთის შემთხვევაში, აია-სოფიას კარი ღია იქნება ყველასათვის, მათ შორის, თურქეთის მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის. ვგეგმავთ, მეჩეთი მსახურებისთვის 24 ივლისს გავხსნათ. აია-სოფია თურქეთის იურისდიქციას ექვემდებარება. სასამართლო ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღქმული იქნება, როგორც ჩვენი სუვერენიტეტის რღვევა“ – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, აია სოფიაში გაიმართება ღვთისმსახურება და მისი ადმინისტრირება გადაეცემა რელიგიის საკითხთა უწყებას.

მსგავსი თემები