„დაზიანებები წყალში გადავარდნით და რაიმე საგანთან შეჯახებით ვერ განვითარდებოდა“ –  სამედიცინო ექსპერტი

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის განმარტებით,  გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ვერ იქნება გამოწვეული წყალში გადავარდნით ან რაიმე საგანთან შეჯახებით.

„კონკრეტულად, თუ რომელი დაზიანება – სახის არეში თუ ზურგის არეში, წელის პროექციაზე, რომელი დაზიანება რომელი საგნით იყო მიყენებული ან რომელი დაზიანება რა შემთხვევაში შეეძლო მიეღო მას, ამ მხრივ მაღალი ალბათობით, გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას, სისხლის სამართლის მასალებით, სადაც დეტალურად იქნება შესწავლილი და წარმოდგენილი ექსპერტთა კომისიის მიერ.

ამიტომ, ამ ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, მაღალი ალბათობით მიმაჩნია რომ ჩატარდება კომპლექსური წესით. მონაწილეობას მიიღებენ ასევე კრიმინალისტები და შესაძლოა სხვა სპეციალისტებიც. არაა გამორიცხული მოგვიწიოს იმ რელიეფის შესწავლა, რომელ რელიეფზეც არის საუბარი და გამოძიება დღეს ან ხვალ ან კარგა ხნის მერე მივა ან ერთ, ან მეორე ვერსიაზე, თუ რითია გამოწვეული დაზიანებები. მაგრამ ფაქტია რომ დაზიანებები წყალში გადავარდნით და რაიმე საგანთან შეჯახებით ვერ განვითარდებოდა,“ –  განაცხადა ექსპერტმა.

მსგავსი თემები