გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება დაიწყო

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და ეპიდემიოლოგები სამაცივრე მეურნეობაში იმყოფებიან, სადაც ადგილობრივებს შესაბამის ტესტირებას უტარებენ.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ  მოქალაქეებს ტესტირება როგორც კოვიდ ინფექციაზე, ასევე C ჰეპატიტზეც ჩაუტარდებათ.

ცნობისათვის, კორონავირუსი სოფელ ჩუმლაყში ერთ-ერთ სამაცივრე მეურნეობაში ატმის შესაძენად სომხეთიდან ჩამოსულ სატვირთო ავტომანქანის მძღოლს  გუშინ დაუდასტურდა.

მას ინფექცია მეოთხედ ჩატარებულმა კვლევამ დაუდასტურა. ახალგაზრდა მამაკაცს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.

მსგავსი თემები