“მარაზმი … პირადი მიმოწერის გასაჯაროებამ, შეიძლება მორიგი დანაშაული გამოიწვიოს” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი (ვიდეო)

„ეს გოგონა, საერთოდ არაფერ შუაშია მომხდართან, საერთოდ არაფერ შუაშია საქმესთან, ეს არის პირადი მიმოწერა, რომელიც ჩემის აზრით, რომელიღაც ჩემმა კოლეგამ მიაწოდა ჟურნალისტებს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატმა განაცხადა.

გიორგი ფოფხაძე დაუშვებლად მიიჩნევს პირადი მიმოწერის გასაჯაროებას და თვლის, რომ მომხდარი შესაძლოა ახალი დანაშაულის ჩადენის საბაბი გახდეს.

„იქ არის ფრაზები ამოწერილი, ესაა პირადი მიმოწერები, ხდება ასეთი რამ, გოგონა იქ არ იყო და იეჭვიანა, რომ სხვა გოგონები იყვნენ. რაც შეეხება თუ რატომ ახსენებს დაჭერის შიშს მიმოწერაში, დაჭერის შიში, ჰქონდა რადგან ცემა -ტყეპა ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება დასჯადია და ის მასში მონაწილეობდა. ჩემმა რომელიმე კოლეგამ მიაწოდა ეს ჟურნალისტებს, რაც მარაზმია და ამან შეიძლება ახალი დანაშაული გამოიწვიოს.

ასეთი რამ, რაც ამ საქმეში ხდება ჯერ არსად მინახავს. მე ვფიქრობ, რომ ირღვევა დაცვის უფლება და არაა გამორიცხული ამას მოჰყვეს შემდგომი გართულებები. სამწუხაროა, რომ, ჩემი კოლეგები აკეთებენ კომენტარებს, თან ისეთები, რომლებიც საქმის მასალებს საერთოდ არ იცნობდნენ.“ – განაცხადა ფოფხაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ გასაჯაროვდა ბარბაქაძის სმს მიმოწერა მეგობართან, სადაც ის ჩხუბსა და ერთი ადამიაის დაკარგვაზე წერს.

 მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.         

მსგავსი თემები