„ბაბუა საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა“ – მუხრანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ირგვლივ ახალი დეტალები იკვეთება. ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, მოკლული ბაბუა წლების განმავლობაში საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა, ციხიდან ახლადგამოსულმა შვილიშვილმა კი ამ ფორმით შური იძია.

„კი, ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩუმად არიან. რომ გამოვიდა ციხიდან, ყველაფერი ვიციო ამბობდა,“ – ამბობს ადგილობრივი.

მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მამა და ბაბუა მოკლა, მკვლელობისთვის ნასამართლევია და ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. მან ციხეში 10 წელზე მეტი გაატარა.

შეგახსენებთ, მცხეთაში ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა მამას და ბაბუას ყელი მძინარეს გამოჭრა.

მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცია. წინასწარი ცნობით, დანაშაული ცივი იარაღით არის ჩადენილი. დამნაშავეს ეძებენ.

ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები