“მერე საკუთარ თავს დააბრალონ ყველაფერი, აღარავის დანდობას აღარ ვაპირებთ” – მირიან ნიკოლაძე

მირიან ნიკოლაძეს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებაში ბევრს რამეს შეცვლის. ოჯახის ადვოკატი, საქმეში მონაწილეთა მხრიდან შეცვლილ ჩვენებებზეც საუბრობს და დაკავებულებსაც და მოწმეებსაც გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

“ამ კვირის ბოლომდე უნდა იყოს ეს ექსპერტიზა და მე ვფიქრობ ეს არის ამ საქმის ერთ-ერთი გასაღები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისგან ჩვენ, თუ მივიღეთ კატეგორიული პასუხები და იმედი მაქვს, რომ მივიღებთ, ბუნებრივია ამის შემდეგ დადგება საკითხი კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემისა კონკრეტული მუხლით. ვგულისხმობ გიორგის განზრახ მკვლელობას და მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ბუნებრივია ბევრი ეჭვი არსებობს, ძალიან არათანმიმდევრული ჩვენებებია და მგონია, რომ ბოლომდე გულწრფელები არ არიან გამოძიების წინაშე და ხელს არ უწყობენ  გამოძიებას. შესაბამისად მერე საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ყველაფერი, აღარავის დანდობას აღარ ვაპირებთ. ახლა აქვთ შანსი დროულად მისცენ გამოძიებას მამხილებელი ჩვენებები,” – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

მსგავსი თემები