შეუძლია თუ არა კორონავირუსს ჰაეროვანი გზით გავრცელება – ჯანმო ამ საკითხს შეისწავლის

  •  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ახალ მონაცემებს სწავლობენ იმის თაობაზე შეუძლია თუ არა კორონავირუსს ჰაეროვანი გზით გავრცელება.

„ჩვენ ვისაუბრეთ ჰაეროვანი გზით გადაცემის შესაძლებლობებზე, როგორც კოვიდ-19-ის გადაცემის ერთ-ერთ საშუალებაზე. უახლოეს კვირებში ჩვენ გამოვაქვეყნებთ ბრიფს, რომელშიც ასახული იქნება ყველაფერი, რაც ამ საკითხზე გვაქვს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერკჰოვემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ორასზე მეტმა მეცნიერმა ჯანმოსა და ჯანდაცვის სხვა ორგანოებს კორონავირუსის წვეთოვანი გავრცელების შესახებ შეხედულების გადახედვის თხოვნით მიმართა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ვირუსი ჰაეროვანი გზითაც ვრცელდება.

მსგავსი თემები