ზუგდიდში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, 60 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დაიწვა. ზუგდიდის გამგებლის როინ გაბრავას ინფორმაციით, შემთხვევას გადაურჩა გარდაცვლილის დედა, რომელიც ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში არ იმყოფებოდა.

ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, 4 საათზე მოხდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მსგავსი თემები