ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

გორგოძემ მადლობა გადაუხადა აბიტურიენტებს, რომ გაგებით მოეკიდნენ ყველა დამატებით რეგულაციას. 

„მადლობა მინდა ვუთხრა აბიტურიენტებს, რომ გაგებით მოეკიდნენ ყველა იმ დამატებით რეგულაციას, რაც წელს ჰქონდათ გასავლელი იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად უზრუნველგვეყო მათი და ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამატებითი პროცედურა გვქონდა, რაც ეხება დისტანცირებას, თერმოსკრინინგს, ხელების დეზინფექციას და ა.შ. ცენტრების 90%-ში ერთ საათში ნაკლებ დროში მოხერხდა რეგისტრაციის დასრულება, რაც ძალიან კარგია. ყველას დიდი მადლობა, რომ ხელი შეგვიწყვეს ყველა ამ პროცედურის გავლაში“,- განაცხადა გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ისევ ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.

მსგავსი თემები