ამირხანაშვილმა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი დღეს უნდა ამოიცნოს – დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მე გავიარე იმ ჯიხურთან, რომელიც ამირხანაშვილმა ახსენა და ის ადგილი არის დამწვარი, იქ შეიძლებოდა მომხდარიყო მტკიცებულების და დნმ-ის განადგურება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.

გელხაური თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე გამოძიება 16 საათის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა. მისვე განცხადებით, საქმე ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. როგორც ადვოკატმა განმარტა, დღეს უნდა მოხდეს გუკა ამირხნაშვილის მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ამოცნობა, ანუ მონაწილეობდა თუ არა არასრულწლოვანი ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

„ეს პირი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იჯდა მანქანაში და არ მომხდარა მის მიერ თავისუფლების აღკვეთა. დღეს უნდა მოხდეს ამოცნობა. ჩვენ არასრულწლოვანის დაკავებამდე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს მიგვეღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში, ჩვენი ნებაყოფლობით ჩავაბარეთ ანაბეჭდები, და უნდა მივსულიყავით რომ ამირხანაშვილს ამოეცნო ზ. ხ და მას შემდეგ არ ჩატარებულა ეს პროცედურა და დღეს დამირეკეს გამომძიებლებმა და მითხრეს, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებაში უნდა მივიღო მონაწილეობა.

გამოძიებას, ძირითადად ამ ჩვენებაში ჭიდებოდათ შემდეგი სახლის ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაინახა შაქარაშვილი და ასევე,  ვინ მისდევდა მას, რაც არ დაუნახავს, ასევე თითქოს შურისძიებით მიდიოდა მცხეთაში, რაც ასე არ ყოფილა. 16 საათი იყო ის დაკითხვაზე და მიდიოდა მასზე ზეწოლა და მიიღეს ეს ჩვენება იძულების წესით.“ – განაცხადა გელხაურმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატისთვის ასევე ეჭვებს იწვევს ამირხანაშვილის მიერ რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენება და არ გამორიცხავს, რომ შემხთევის ადგილზე მტკიცებულებები განადგურდა.

„ამირხანაშვილის ჩვენების საფუძველზე მოხდა 6 პირისთვის ბრალის წაყენება. ადამიანმა, რომელმაც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ არც ოჯახში დარეკა და არც პოლიციაში, თუ მას აღუკვეთეს თავისუფლება პარადოქსია, რომ არანაირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცყხოფა არ მიაყენეს, თუ ის თავისუფლებააღკვეთილი იყო რატო არ დარეკა პოლიციაში? ზუსტად ამ პიროვნების ოთხჯერ შეცვლილი ჩვენების საფუძველზე წაუყენეს ამ პირებს ბრალი და ეს ბადებს ბევრ კითხვებს, რატომ მოხდა ასე. გამოძიებამ დრო მისცა მოწმეებს ჩვენებები შეეთახმებინათ, რადგან ძიება დაიწყო მომხდარიდან მეორე დღეს, მე გავიარე იმ ჯიხურთან, რომელიც ამირხანაშვილმა ახსენა და ის ადგილი არის დამწვარი, იქ შეიძლებოდა მომხდარიყო მტკიცებულების და დეენემის განადგურება,“ – განაცხადა გიორგი გელხაურმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ დღეს უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედება, რომლის მიხედვითაც გელხაურმა უნდა ამოიცნოს არასრულწლოვანი ზ. ხ და დაადასტუროს ან უარყოს მონაწილეობდა თუ არა ის მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები