ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს დილიდან ეძებენ.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან იმერეთის რეგიონიდან ათი მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი და სპეცტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დღეს დილით შევიდა.