“თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მარინა ენდელაძე

“თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„თბილისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 23 პაციენტია მოთავსებული. უმეტესი პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვყავს რამდენიმე საყურადღებო პაციენტი, რომელთა პროგნოზი ვფიქრობ, კეთილსაიმედოა. გუშინ ჩვენგან გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი და შემოვიდა ერთი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ

მსგავსი თემები