ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით ხანძრის შედეგად კიდევ 20-მდე დაღუპულია ნაპოვნი​

​საბერძნეთის დედაქალაქ ათენთან ახლოს გაჩენილი ტყის ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. როგორც ადგილობრივი ტელეკომპანია EPT -ი იტყობინება, 100-მდე ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო.

ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულად 24 ადამიანი ცხადდება. თუმცა, ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით 20-მდე დაღუპულია ნაპოვნი. საბერძნეთის ხელისუფლება მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს, რადგან ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

მანამდე ხანძარი გავრცელდა ათენსა და კორინფს შორის დასახლებულ ტერიტორიაზე. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მონაწილეობს ათობით სახანძრო მანქანა, სამი სახანძრო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი.

საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში გამოცხადებულია საგანგებო ვითარება.
​როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, ხანძრის სამი დიდი კერა არსებობს,  ქალაქების – კალამოსის და კინეტას ახლოს.

ზაფხულში საბერძნეთში ხანძრები რეგულარულად ხდება. 2017 წელს ხანძრების გამო ქვეყნის მთელ რიგ რეგიონებში შემოღებული იყო საგანგებო რეჟიმი. საბერძნეთში ხანძრების პრობლემა 2007 წელსაც აქტუალური იყო, მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ეს განგებ ხდებოდა და მიზნად ისახავდა ხელისუფლებიდან ყოფილი პრემიერის, კოსტას კარამანლისის ჩამოცილებას.

 

მსგავსი თემები