“მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა მაღალია, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება” – კელი დეგნანი

“მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა მაღალია, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა GIP-ის დემოკრატიის ყოველწლიურ, რიგით მე-5 კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში იმართება.

კელი დეგნანის თქმით, საქართველო რუსეთის ერთ-ერთი სამიზნეა.

„ყველამ ვნახეთ თუ რამდენად აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ერევა სხვა ქვეყნების არჩევნებში. რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთი სამიზნეა. პარტნიორები ეხმარებიან საქართველოს, რომ ხალხა შეძლოს ინფორმაციის გარჩევა. მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა მაღალია, რომ რუსეთი ეცდება ჩარევას საქართველოს არჩევნებში. ახლახან განხორციელდა კიბერთავდასხმა საქართველოზე რუსეთის მხრიდან“- განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

მსგავსი თემები