„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ნახალოვკელები არიან და ეს ჩხუბი სწორედ ნახალოვკელებსა და საბურთალოელებს შორის მოხდა“ – მოწმეების ადვოკატი 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი 2 ახალგაზრდას ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ “მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა და მისი დაცვის ქვეშ მყოფების საქმესთან კავშირზე ისაუბრა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები „ტოიოტა ვიტსის“-მარკის ავტომანქანაში იყვნენ და საგურამოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, თუმცა, არც გიორგი შაქარაშვილს იცნობდნენ და არც იუბილარ გოგონას.

„ემთხვეოდა ავტომანქანების მარკები, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მოძრაობდნენ „ტოიოტა ვიტსის“ მარკის ავტომანქანით, რადგან საქმეში ნახსენებია „ტოიოტა“ ეს გახდა დაინტერესების ერთ – ერთი მიზეზიც. ისინი ღამის საათებში გადაადგილდებოდნენ ავტობანის ტერიტორიაზე, თავის საქმეზე იყვნენ და შემდეგ თბილისის ტერიტორიაზე ბრუნდებიან, ისინი არც დაბადების დღეზე იყვნენ და არც იმ ქალბატონს იცნობდნენ, რაიმე ჩხუბს ან მსგავსს არ შესწრებიან. გამოძიების დაინტერესება გამოიწვია იმ ფაქტორმაც, რომ მათი რეგისტრაციის ადგილი არის ნახალოვკა, აქედან გამომდინარე დაისვა კითხვები.

ჩატარდა ექსპერტიზა და მათი ამ  საქმესთან შემხებლობა არ დადასტურდა. ანაწმედნების ექსპერტიზა იმიტომ იქნა აღებული.

17 პირის დაკავების შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან აღარანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა, მათ არვინ ჩაუსვამთ მანქანაში, და არც ახალგაზრდები არ დაუნახავთ. იმ მომენტში არ შეუნიშნავთ არავინ და არც მათი გაჩერება უცდია ვინმეს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არიან სრულწლოვნები მათთან მიმართებით რაიმე სახის ბრალს გამოვრიცხავ, საერთოდ არ იცნობდნენ იქ მყოფ ადამიანებს,“ – განაცხადა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

როგორც ადვოკატი განმარტავს, მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთ – ერთი ფიგურანტი პირის ნაცნობი იყო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები რეალურად არც დაბადების დღეზე მყოფებს არ იცნობენ და არც მეორე მხარეს, როგორც შემდგომ გაირკვა ერთ – ერთი რომელსაც ჰქონდა დაზიანებები იყო მათი მეზობელი, მაგრამ როგორ მიიღო ეს დაზიანება მათთვის უცნობია,“ – განაცხადა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები