“მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცად და იქ ვიქნები სადაც ქვეყანას დასჭირდება” – ვლადიმერ ჩაჩიბაია

ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლიერებით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელებმაც ჩემი სამსახურის პერიოდში მაქსიმალური გააკეთეს იმისთვის, რომ მე როგორც თავდაცვის მეთაური და თითოეული ჯარისკაცი ყოფილიყო წარმატებული, – ამის შესახებ გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს და ვთვლი, რომ ჩვენი მუშაობის პერიოდში ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის მინისტრს, რადგან მოსვლის დღიდან მისი პრიორიტეტი იყო ჯარისკაცის კეთილდღეობა და სოციალური პირობების გაუმჯობესება. ძალზედ ადვილია ურთიერთობა ადამიანთან რომელიც საქართველოზე არის უზომოდ შეყვარებული და ადვილი ურთიერთობაში“, – აღნიშნა ჩაჩიბაიამ.

მან მადლობა გადაუხადა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, პარლამენტის წევრებს, მოადგილეებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა პროექტში, რომელსაც ახორციელებდნენ.

„მინდა მადლობა ვუთხრა სერჟანტთა შემადგენლობას, ეს არის ჩვენი ჯარის ხერხემალი. სწორეთ მათზე დგას ჩვენი ჯარის დისციპლინა და კეთილდღეობა“,- აღნიშნა ჩაჩიბაიამ.

მან ასევე მადლობა უთხრა დაღუპული მეომრების მშობლებს, იმისთვის, რომ ერთგული შვილები გაუზარდეს სამშობლოს.

ასევე მან მადლობა გადაუხადა პარტნირებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ჯარის განვითარებაში.

„მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცად და იქ ვიქნები სადაც ქვეყანას დასჭირდება“,- განაცხადა ჩაჩიბაიამ.

მსგავსი თემები