“სამარცხვინოა სასამართლოს გადაწყვეტილება, მოქმედ სპორტსმენებს, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა დაენგრათ” – ალექსანდრე კობაიძე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების  საქმეზე ბრალდებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სამარცხვინოა.

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის, რომ საზოგადოების ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული სასამართლო, პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის ჩვენი სასამართლო, პირადად ჩემთვის სამარცხვინოა, ასეთ მოსამართლეებს რომ ვხედავ. სამარცხვინოა ის გადაწყვეტილება, რომ მოქმედ სპორტსმენებს, ახალგაზრდებს, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა დაენგრათ იმის გამო, თურმე ვიღაცამ არ იფიქროს, რომ ვაიმე, როგორ უნდა იმოქმედოს და როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ, თუნდაც პროკურატურამ. ამიტომ, ჩვენ რა თქმა უნდა ვაპირებეთ, სამართლიან ბრძოლაში შევიდეთ და იმედი მაქვს, შედეგზე აუცილებლად გავალთ“, – აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

მსგავსი თემები