„ეს ის ხალხია, რომელიც გავრილოვის შემოყვანაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ იმაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის არმია იყო შემოსული საქართველოში“ – გია გაჩეჩილაძე ოპოზიციას

„ეს ის ხალხია, რომელიც გავრილოვის შემოყვანაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ იმაზე,  რომ 2008 წელს,  რვა აგვისტოს რუსეთის არმია რომ იყო შემოსული საქართველოში, ახლა რუსული ბაზები რომ არის წამოჭიმული,  რომელიც გაყვანილი იყო 1999 წლის ეუთოს სამიტის საფუძველზე და ახლა რუსებს იმ ბაზების რეანიმაცია რომ გააკეთებინეთ, უფრო ძლიერი, რაკეტული სისტემები დააყენებინეთ იქ რუსებს და მთელ რეგიონს საფრთხე რომ შეუქმენით“,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს მოუსმინეს. დეპუტატი ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ოპოზიციამ გავრილოვის პროვოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული აქციები მოაწყო და შეთანხმებულად მოქმედებდა.

„მერე მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა პირდაპირ აღიარა, რომ იმიტომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი, რომ სისხლი დაღვრილიყოო, ეს ჩვენი მოგონილი ხომ არ არის“,- აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.

მსგავსი თემები