„აქ რა უფლებით დგახართ და ამ ტრიბუნიდან რა უფლებით გვმოძღვრავთ“ – ოთარ კახიძე გიორგი გახარიას

„20 ივნისი დაგავიწყდათ თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ,“ – ამ რეპლიკით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ გიორგი გახარიას.

ოთო კახიძემ პრემიერს კიდევ ერთხელ შეახსენა 20 ივნისი: „ყურადღებით გისმენდით ანგარიშის პრეზენტაციის დროს და არ გიხსენებიათ არც ერთხელ 20 ივნისი, ეს როგორაა დაგავიწყდათ თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ, თუ ის დაგავიწყდათ ამ თანამდებობაზე, როგორ აღმოჩნდით, მე შეგახსენებთ, რომ ოკუპაციის კანონის დარღვევით შემოუშვით გავრილოვი, შემდეგ ძალის გამოყენებას, რომ აპირებდით გაფრთხილება მიეცით მოქალაქეებს ჩვენი ხელწერა არაა რეზინის ტყვიებიო და ამის შემდეგ დაიწყეთ რეზინის ტყვიების გამოყენება, ამის შემდეგ გააჩაღეთ ნადირობა მომიტინგეებზე, ყოველივე ამის შემდეგ, აქ რა უფლებით დგახართ და ამ ტრიბუნიდან რა უფლებით გვმოძღვრავთ,“ – განაცხადა პარლამენტის სხდომათა დარბაზში კახიძემ.

მსგავსი თემები