ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის, 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 2 პირი დააკავეს

თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

ბრალდებულებმა, ახალი კორონავირუსის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული, 300 ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთ – ერთი კომპანიის სახელით, ხუთ მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები, ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა გაასაღეს 100 ლარის საფასურად.

დანაშაული 3 წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.

მსგავსი თემები