“მე არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი, მე მინდა კონკრეტული დამნაშავე” – გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა

“მე არ მინდა 5 დღეში დაჭერილი ადამიანი, რომელიც 5 თვეში ციხიდან გამოვა მტკიცებულებების არარსებობის გამო”, – ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას უნდა, კონკრეტული დამნაშავე, რომელიც ისე დაისჯება, როგორც საჭიროა.

“გონივრული ფარგლები, ყველა სისხლის სამართლის საქმისთვის ინდივიდუალურია. როდესაც გამოძიება ამ გონივრულ ფარგლებს მიღმა გადის, დამნაშავეების გამოვლენის თვალსაზრისით, შემდეგ უკვე ჩნდება პროტესტი და ეს პროტესტი არის სამართლიანი. მე და ოჯახი თვლის, რომ ჯერჯერობით, ჩვენ მივდივართ გონიერების ფარგლებში”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

მსგავსი თემები