“ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი” – ნინო ლომჯარია

“თუ ვინმეს არ მოსწონს სახალხო დამცველი, ან აკრიტიკებს მის საქმიანობას, ან არის ძალიან რადიკალურად განწყობილი, მათ შორის, იყენებს არაეთიკურ, უწმაწურ გამონათქვამებს, ესეც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ყველას უფლებაა, იყოს უზრდელი და გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის, უზრდელური ფორმით”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიური ანგარიშით წარდგა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია.

“ამასთან დაკავშირებით მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია. ეს თითოეული მათგანის გადასაწყვეტია, მაგრამ არაერთი ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები, სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები უჩვენებს, რომ განსაკუთრებით სახალხო დამცველის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას აქვს ძალიან ორგანიზებული ხასიათი და როგორც წესი, ამ კამპანიის უკან დგანან სიძულვილის ჯგუფები, ჯგუფები, რომლებიც ავრცელებენ ანტიდასავლურ განწყობებს და ეწევიან პრორუსულ კამპანიას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი თემები