“ჩემი წარსული გამოცდილება მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადო სასამართლო საქმიანობა” – მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მერაბ ტურავას არჩევას პლენუმის ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი. ფარული კენჭისყრა 2 საათიანი მოსმენების შემდეგ გაიმართა, რომელზეც კანდიდატების მოხსენებებს ისმენდნენ.

მერაბ ტურავამ ხაზი გაუსვა საკუთარ გამოცდილებას სასამართლო სისტემაში და ასევე თქვა, რომ მისი თავმჯდომარეობის მომდევნო წლები საზოგადოებისთვის იქნება ღია და გამჭვირვალე.

“ჩემი წარსული გამოცდილება მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადო, კიდევ უფრო გავაფართოვო სასამართლო საქმიანობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე,” – განაცხადა მერაბ ტურავამ.

მსგავსი თემები