მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს.

პლენუმი, რომელიც 9 მოსამართლისგან შედგება, 15:00 საათზე შეიკრიბა. მათ არჩევანი ორ კანდიდატს – მერაბ ტურავასა და ირინა იმერლიშვილს შორის უნდა გაეკეთებინათ.

ტურავა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა, ირინა იმერლიშვილი კი ოთხმა. თავმჯდომარე ხდება ის, ვისაც მინიმუმ 5 მოსამართლე უჭერს მხარს. კენჭისყრაში თავად კანდიდატებიც მონაწილეობდნენ.

მსგავსი თემები