“ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან” – კარლ ჰარცელი

წელს ვიწყებთ პროგრამა „safe”-ის, რომელიც უსაფრთხოებაზეა გამიზნული, რათა უკეთესად ვიმუშავოთ მესაზღვრეებთან, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩიმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰარცელმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა.

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. კიდევ მეტად რომ ვითანამშრომლოთ ევროკავშირის მხრიდან, კიდევ უკეთესი იქნებოდა. წელს ვიწყებთ პროგრამა „safe”-ის, რომელიც უსაფრთხოებაზეა გამიზნული, რათა უკეთესად ვიმუშავოთ მესაზღვრეებთან. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითები სარფში.

ევროკავშირი მუშაობს უსაფრთხოების უწყებებთან სხვადასხვა კუთხით, ეს არის დეზინფორმაციის და კიბერუსაფრთხოების ბრძოლის მიმართულება. ვმუშაობთ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მონიტორინგს უწევენ და აკონტროლებენ ამ საკითხს, ერთ-ერთი ასეთი არის პარლამენტი და მასთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ”, – განაცხდა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები