“ჩვენი ფუნქცია რეგიონში და ეს არის პირველ რიგში უსაფრთხოება და სიმშვიდე რეგიონში” – გიორგი გახარია

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს, საქართველოს სპეციალური სამსახურების ქმედითუნარიანობა უმაღლეს დონეზეა შეფასებული.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენსა და სტრატეგიულ პარტნიორს შორის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა იყოს სულ უფრო ეფექტური.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს ჩვენი ფუნქცია რეგიონში და ეს არის პირველ რიგში უსაფრთხოება და სიმშვიდე რეგიონში და ამ მიმართულებით თანამშრომლობა აშშ-თან იძენს სულ უფრო მეტ დატვირთვას და შინაარსს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სუს-ი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა.

მსგავსი თემები