“დღეს კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა” – ეკატერინე ტიკარაძე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ლუგარის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ, სადაც კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„კერძოდ, იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს. ეს გენომის შტამი დარდება სხვა ქვეყნებში ჩატარებულ გენომის შტამებს და დღეს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მოწინავეობა აღნიშნულ დარგში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 914 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 771, გარდაიცვალა 14 ადამიანი.

მსგავსი თემები