„როცა გოგოებს ვეპრანჭებოდი 9-ჯერ დაკერებული ფეხსაცმელი მეცვა, მშიერიც მეძინა“ – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, აცხადებს, რომ მისი მიზანი შიმშილისა და სიღარიბის დამარცხებაა. მისი თქმით, მას შიმშილი გამოვლილი, მის შვილებს არ შიათ, თუმცა, სხვისი შვილები არიან მშივრები.

„ივანიშვილის მოგება და დამარცხება კი არ არის ჩემი მიზანი, ჩემი მიზანია გაჭირვებული ქვეყანა იქცეს მდიდარ ქვეყნად. არ მრცხვენია საუბარი იმაზე, რომ როცა გოგოებს ვეპრანჭებოდი, 9-ჯერ დაკერებული ფეხსაცმელი მეცვა.  სამტრედიელი ნათესავის გამოცვლილ  ტანსაცმელებს რომ მიგზავნიდნენ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. ღამეები გამითენებია საჭმელი რომ არ მქონდა. უბედნიერესი ვიყავი, ბებიაჩემი სამტრედიიდან ჭადს, ფქვილს და ნანადირევ იხვს რომ მიგზავნიდა. პროცენტიანი ვალები და უბედურება რა არის ძალიან კარგად ვიცი. ჩემს ბავშვებს კი არ შიათ და ღამეებს არ ათენებენ, მაგრამ სხვის ბავშვებს ხომ შიათ“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.    

მისი თქმით, ოპოზიციური შეთანხმება და გზავნილი – ყველა ერთის წაინააღმდეგ, არასწორი გზავნილია.

მსგავსი თემები