„კოვიდ-19“-ის ვაქცინა წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინა წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში მოსმენაზე ფაუჩი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, „საკვების და წამლის ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელებთან და ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

ენტონი ფაუჩიმ მანამდე თქვა, რომ აშშ ჯერ კიდევ პანდემიის პირველ ტალღაშია და მასობრივი შეკრებები რისკის შემცველია.

მსგავსი თემები